Translate

Tuesday, July 17, 2012

1, 2, 3... Save Yourself *




ბუნების აღწერა ხომ სირობაა.
ცას და მიწას ერთნაირი ფერი ედო. ქარი შორი-შორს ქროდა და სახეზე ნაიარევებს მიწვავდა. იქ არსებული ყველა ყვავილის სუნში ჩაკარგული ხეები, აჰყოლოდნენ ამ ქარს და ფოთლების შარი-შურით, ერთმანეთს ჩემზე ესაუბრებოდნენ. ღობეზე, სურო იყო აყოლებული, მის გვერდით ასკილიც ლამაზად გაშლილიყო. მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვიტანდით.
სახლიდან მარტოობა გამოდიოდა. ვიღაც ბიჭი ქურდივით, გარედან უყურებდა სახლში განვითარებულ მოვლენებს. ჩავიარ-ჩამოვიარე, ჩემი ადგილი არსად იყო. თვალები დაბინდული მქონდა, წამწამები თითქოს ერთჯერადი წებოთი დამიწებეს და გახელისას მეგონა ქუთუთუები მეხეოდა. მტკიოდა. ხელი, ფეხი, მუცელი, თავი, ცხვირი, სული. არარეალური სამყაროს შვილი ვიყავი, განვითარებული მოვლენების წინაშე. ჩემთვის წამები ტრაგედიას ქმნიდნენ, წუთები რეალობას, ორივე ერთად ქაოსს. ქარმა ყურში ჩამჩურჩულა.

ჯიბიდან თეთრი ბურთი ამოვიღე და გადავყლაპე... 
ფერები, ფერები ამერია ერთმანეთში, დალტონიზმის სინდრომის და სიამოვნების სინთეზი წამიერად განვიცადე. არარეალური სამყაროს კიდევ უფრო არარეალური კუთხე აღმოვაჩინე, რომელიც არარეუალური სამყაროსთვისაც კი არარეალური იყო. ვიღაც ტიპს ჩავუარე.

გამეცინა, მზემ არ შემაჭყიტა, ფეხები ამერია, გულიც. თავი გამდიდებოდა, თვალებიც, ცხვირიც და პენისიც.
არარეალურმა სამყარომ არ მიმიღო და წიხლის კვრით დამაბრუნა რეალობაში.
მწვანე პატარა ბურთი ამოვიღე ჯიბიდან და იქვე წყაროს წყლით გადავყლაპე.
გული გამიდიდდა, სახე ამეწვა, ფეხები არ ამერია და არც გული, უბრალოდ შემეშინდაა, კუთხეში მოვიკუნტე, თავი ბებერი მეგონა. ავდექი მაგრამ ისევ დავჯექი. ავტირდი, მაგრამ ტირილის ხმაზე გამეცინა, სული ამომივიდა და გული გამისკდა. მაგრამ ერთი ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა და მეორე კიდე გამთელდა. ხმამღლა დავაბოყინე.
წამოვდექი რომელიღაც მაღაზიის ვიტრინას ჩავუარე, დიდხანს ვიყურებოდი შიგნით. მაღაზიაში მყოფებს შუა თითი ვუჩვენე, და მეტროს ჩასასვლელისკენ გავიქეცი.

ამოვარდნილი ცხელი ჰაერი პირდაპირ მუცელში მეტაკა, მერე თმებში გამებლანდა და იქვე გავიშოტე. ვიცინიიიი


ვიღაც გამოსირებულები დამყურებდნენ. ისევ გავიღიმე, უფრო სწორედ ხმამაღლა გავიცინე. ცხვირზე ხელი მოვისვი და სისხლი მდიოდა. თბილი, ბლანტი, არარეალურად წითელი სითხე თითებით გავზილე და პირში გამოვისვი, შემდეგ თმებში შევიზილე.
წამოვდექი. ეოირფტწოფსდლფკჰდსფგდლფკჰგდფლკგფ

სიჩუმე იყო ჩემს გონებაში რასაც ვერ ვიტყვი გულზე, მაგრამ ორივე ყლეზე მეკიდა. აგერ კიდევ ვიღაცამ წამოყო თავი. ეს ჩემი დამპალი სული იყო. რატომ ვერ ჩაიგდო ხმაააა. მოკვდიიი. ბევრჯერ ვცადე გამეჩუმებინდა, მაგრამ ვერ შევძელი.


გული, სულის მეგობარია. ერთი ატყობინებს მეორეს ჩვენს სიკდილს. ჩათლახები.
მეტროს გაჩერებაზე, თვალზე ბინდ-გადაკრული ვიდექი. გელოდებოდი შენ. და მეტროს. ველოდებოდი სიწყნარეს. ველოდებოდი მფრინავ თეფშს, გელოდებოდით და გელოდებოდით, არცერთი არ ჩანდით. გვირაბიდან, მოყვითალო-მოწითალო ფერებმა მამცნეს რომ მატარებელი მოვიდოდა. თავი გადავწიე. ერთი ფიქრი ანა კარენინობა გადავწყვიტე მაგრამ გადავიფიქრე. არ მინდოდა ამ ქალივით მოვმკვდარიყავი. კარები ზუსტად ჩემ ფეხებთან გაიღო.
გვერდით ვიღაც ორი უცნაური ტიპი დამიჯდა. ერთი სუნთქვის დროს ორთქლს უშვებდა მეორეც ორთქლს, ოღონდ ოქროსას. ახლოს მივედი, ოქროს მსუნთქველთან პირისპირ დავდექი და სახე მივუშვირე. ჩემი ფეხები. არანაირი ოქრო არ მომედო. პირველივე გაჩერებაზე ჩავედი.
ჯიბიდან პატარა წითელი ბურთი ამოვიღე და გემრიელად დავღეჭე.
ხალხი გაქრა, აღარც ფერები იყო, აღარც გვირაბი, აღარც დასასრული და აღარც დასაწყისი. ვიყავი მარტო მე.


ნელ-ნელა მივდიოდი... ვტკბებოდი ცხოვრებით? არა. ვტკბებოდი არარსებულით რომელიც მჩუქნიდა ჩემ თავს, და მავსებდა ირმის ნახტომით. იასამნისფერი გამოჩნდა, იცი როგორი იყო? სქელი, მუქი და ნელ-ნელა თეთრ ფერს ერეოდა.
ფეხებზე დავიხედე, თასმები ფერს იბრუნებდა.
სიამოვნება და რეალიზმი, ერთმანეთს შეერწყა. და დავბადე სრულყოფილება.
კონტაქტური ლინზები ამოვიღე... თითი საშინლად ვითხარე თვალში, მაგრამ მხოლოდ ცრემლი წამომივიდა ტკივილი არ მიგრძვნია.
ვიღაც მოკვდა, ვიღაც დასახიჩრდა, ქვეყნები წყალში იძირებიან, პრეზიდენტები ტყნაურობენ, თავმჯდომარეები ანძრევენ, მერსედესმა ახალი მანქანა გამოუშვა.

ვკანკალებ. ორგაზმი მაქვს, მაგრამ სექსის გარეშე. არადა არც დამინძრევია.

იასამნისფერი შავად იქცა, შავი თეთრად, ზეცა მიწად, ფეხი ხელად. თვალები თვალებად.
ვხედავ, გხედავ. შენ გამოჩნდი, მოგყვება გვერდით. ის ორი ტიპია. ჯიბიდან უკანასკნელი, შავი პატარა ბურთი ამოვიღე და მოვკვდი.
ცხოვრება ხომ ნაგავია, მაგრამ ზოგჯერ ნაგავშიც უპოვიათ ოქრო.
არადა ისევ აქ ვარ, ვწერ, გიყვებით, მძულხართ მაგრამ ამავდროულად მიყვარხართ.
ნაბიჯს ვდგამ, მაგრამ ნახტომი გამომდის. გიყვირით მაგრამ გთხოვთ, გეხებით მაგრამ ვერ გრძნობთ.
დამალობანას ვთამაშობთ.
ვიხუჭები
ათამდე ვითვლი,
 თვალებს ვახელ და გეუბნებით:
-ვიხილები და მოვდივარ...
ყველანი გაქრით ისევ და მუდამ
გთხოოოვთ რეალობის კარები ჩაკეტეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ!!!!!
ჩემი შავი ბურთი ახლაც ჯიბეში მიდევს.




Wednesday, July 11, 2012

სრულყოფილება მემუქრება




აუკინძავი წიგნი უფრო იოლი წასაკითხია ვიდრე აკინძული მაგრამ ყველა მაინც აკინძულს არჩევს.

უამრავი ფერი ირევა იქ და არა მარტო იქ, ყველგან.

თვითონ დედამიწა ხომ ფერთა პალიტრაა, უფრო სწორედ ღმერთის მოლბერტი.

ლოგინზე ვიჯექი და ვცილობდი დამეხატა ის რასაც ვერავინ დახატავდა, ვერ დავხატე იმიტომ რომ ხატვა არ ვიცი. შემდეგ შავი კნოპკიანი პასტა ავიღე და ვცადე რაიმე დამეწრა. ვერაფერი დავწერე იმიტომ რომ არც წერა ვიცი. წიგნი ავიღე და ასოები ერთმანეთში ამერია, თითქოს ღმერთმა ეხლახანს დაანგრია ბაბილონის გოდოლი -  ენებიც, და დამწერლობაც შეცვალაო. ვერაფერი გავაკეთე რაც მიხსნიდა გამოუვალი სიტუაციიდან. გამოუვალი სიტუაცია ხომ ის არის როცა გავიწყდება რომ ადამიანი ხარ, ცოცხალიც და მარტო იმ ერთ რაიმეზე ფიქრობ რაც სულს გიჭამს, თითქოს ამ ერთ რაღაცას სურს მოგპაროს ადამიანობაც და სიცოცხლეც.
არაფერი ვიცი, პირველყოფილი ადამიანივით გამოვთქვამ ბგერებს, სიტყვებს, თუ რავიცი რას, ალბათ ზეზვა  და მზია გამიგებდნენ. ლოგინიდან წამოვხტი სახე ცივ კედელს მივადე, შემდეგ შუბლი ძლიერად მივარტყი კარადას და ბოლოს ძალიან მაგრად ვიკბინე ხელზე.
არა  ფიქრი შემიძლია, კარგია.
გასულმა საუკუნემ თავი ომებით დაგვამახსოვრა.
შენ თავი შენი სიდამპლით დამამახსოვრე.
შენ კიდე მგონი კარგი ტიპი იყავი მაგრამ მაინც არ მევსებოდი.
შენ ჩემი მეგობარი იყავი.
აი შენ კი არ მახსოვხარ.
საუკუნის კუთხეში ვიჯექი, მეცინებოდა თუ როგორ მოკვდით სუყველანი... მე ისევ იქ ვიყავი, სიბნელეში მაგრამ  ცოცხალი. ყველას გიყურებდით და უმეტესად მეზიზღებოდით. ნელ-ნელა იმ დასკვნამდე მივედი რომ ყველას გჯობდით, ალბათ დაგაინტერესათ რატომ... იმიტო რომ მე სრულყოფილი ვარ. ოღონდ ნაკლისგან შექმნილი სრულყოფილება რომელსც დასამალი არაფერი არ აქ, გარდა მისი სამყაროსი. ჩემი სამყარო ხომ ვერცერთმა ვერ დააბინძურეთ, ეკოლოგიურად სუფთა და მარადმწვანე იყო, ხეებიც კი არ იყო  გაჩეხილი იმიტომ რომ არავის ციოდა და მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ შიგ ვინც ამას იმსახურებდა, დამიჯერეთ რომ არცერთი თქვენგანის ადგილი არ არის იქ. ჩემ სამყაროში მარტო სექსის ფერები იყო ქალის კანის ფერებით შეზავებული, ძალიან მიყვარს ღრუბლების ყურება.
ისეთ ადამიანთა საზოგადოებში გამივლია, დამერწმუნეთ მინატრია რომ თოფი ვყოფილიყავი. ყველას ამოვხოცავდი, თან არ შემაწუხებდა იმაზე ფიქრი ცოდვა ჩავიდინე თუ არა მაგრამ მსროლელი არავინ გამოჩნდა. საერთოდ ეგრეა, როცა რაიმე ძალიან გინდა არასდროს ხდება, და როცა არ გინდა ყოველთვის მოხდება. ადამიანი ლოგიკით არის შექმნილი, ლოგიკით არსებობს და იჯერებს ლოგიკის სიბრძნეს. მე არ მჯერა.
რატომ უნდა მოხდეს „ჭ“ ფაქტი ჩემ ცხოვრებაში როცა შეიძლება მოხდეს „წ“.
საერთოდ ყოველთვის „ეჭვის თვალით“ ვუყურებ ცხოვრებას და მის დამოკიდებულებას ჩვენდამი ალბათ იმიტომ რომ, „ნამდვილი თვალების“ დაკარგვის სურვილი არ გამაჩნია. ცხოვრებაში კარგი არ არსებობს, და არც ცუდი. არსებობს მარტო ადამიანთა სურვილი რომელსაც ვერავინ ვერაფერს უხერხებს.

ადამიანის სურვილს ვინ განაგებს?

დაახლოებით 1941 წელი იყო, როცა პირველად მოვკვდი. ვიღაც ჯარისკაცმა ჯერ საშინლად მცემა და შემდეგ თავი ჩექმით გამიჩეჩქვა, პირში საკუთარი სულის სუნი ვიგრძენი, რომელიც ნელ-ნელა მტოვებდა, და ყველა სულის სუნებს უერთდებოდა.

ზუსტად 1978 წელი იყო რომ კვლავ დავიბადე, ზუსტად მახსოვს, ვიღაც ქალის საშოდან როგორ გამოვძვერი და ამ სამყაროს ფერების ნაწილი გავხდი. ჩემდა უკითხავად. 21 წლის რომ გავხდი ნარკოტიკებს მივეძალე და რომელიღაც ბინძური ქუჩის ბოლოში დამტოვა ჩემმა სულმა.

2000 წელს ანუ ჩემი მე 2 სიკვილიდან 1 წლის შემდეგ კიდევ დავიბადე, ყველაფერი მახსოვდა. მაგრამ ჩემი აღმზრდელების მიერ შექმნილ სამყაროში ყველაფერი დავივიწყე. იქ დავიწყე ცხოვრება სადაც ზედმეტი ვიყავი, ყოველი დაბადების შემდეგ რატომღაც ეგ განცდა მეუფლება.

ახლა რა ხდება, ვცოცხლობ, ჩემი სურვილისდა საწინააღმდეგოდ, არავინ მიყვარს ჩემი სურვილის მიხედვით, ვაფერადებ სამყაროს, მაგრამ მერე ისევ ვამუქებ (ჩემი სურვილის მიხედვით), ვგძნობ ყველა ორგანოს ჩემი სურვილის... გონებაშიც და ისედაც ვაფურთხებ მზეს, ჩემი სურვილის მიხედვით, ვარ მარიონეტი ჩემი სურვილისდა საწინააღმდეგოდ. გეხები შენ, შენ, და შენც ჩემი სურვილის მიხედვით. ამასთანავე

ვარ საღებავი ჩემი სურვილის და საწინააღმდეგოდ.
შენც ხარ საღებავი.
მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ვცოცხლობ და ვიგებ ყველაფერს ისე როგორც მაწყობს.
და ვარ ისეთი ფერის საღებავი რომელიც მინდა რომ ვიყო.
პ.ს. მე თეთრი ვარ
პ.პ.ს ანუ სრულყოფილიც.

Sunday, July 8, 2012

კატის ეფექტი...



სიმართლე ფრთებმოტეხილი ტყუილია, რომელსაც გასაქანი არასად არ აქვს. სიმართლე ჯალათია, ყოველთვის ჩუმად მყოფი მაგრამ საშიში. სიმართლე ტყუილის აღსასრულია. სიმართლე ნაგვის ქექვაა სხვა არაფერი.
ამ აზრებით მოვშორდი, განთიადის სინათლეს, თვალებ-აჭრელებული დავდიოდი  ტალახიან ბილიკზე. ბილიკს ირგვლივ ლამაზი, გამჭოლი მდელო ეკრა. ყვავილებით მოფენილი. სასაფლაო თითქოს ახლოს იყო, მაგრამ ამავდროულად კაცს მისვლა გაუჭირდებოდა. სიცივე ყურებში საგალობლებს მიმღეროდა, ძალა-გამოცლილი მზე კი ნაზად მეხებოდა გაწითლებულ ცხვირზე. ჩრდილი იყო მთლიან სამყაროზე. მარტო ჩემი სახე ჩანდა ამ ჩრდილებში. მივაბიჯებდი იქ სადაც არ ვიცოდი რა ხდებოდა, მივაბიჯებდი იქ სადაც შეიძლება მკვდრისთვის განკუთვნილი ორმო ყოფილიყო, მივაბიჯებდი ნახევრად გაუთოვებულ სამყაროში. (უთო გადაიწვა ბოლომდე ვერ შევძელი). ტყეში მივდიოდი, ტყე ხომ მწვანე სამყაროა რომელიც შეიძლება ყავისფრად და შავად იქცეს, ტყე ხომ ლამაზი დასაწყისის და მახინჯი დასასრულის ერთობაა, მე იქ მივაბიჯებდი. უშიშრად. ბევრი ტყე გამოვიარე, ბევრ ორმოში ჩავარდი. ბევრი ბოროტი მგელიც მოვკალი, მოწამლული ხორცი ვაჭამე.
ტყეში სივრცე არ იგრძნობა, მზეც არ ჩანს. მხოლოდ ტყის ჩრდილს დაინახავ სხვას ვერაფრისას ან არაფრისას. ფეხები ჩემდაუნებურად მოძრაობენ, მოვწყდი გრავიტაციის ძალას, შემიძლია ავფრინდე მაგრამ არ მინდა. მარტო ვარ და ადამიანები გამახსენდნენ. სხვაც კიდევ ბევრი რამ გამახსენდა... ხეების ფესვებს ვხედავ ერთმანეთზე გადახლართულს. არაფერი იციან, და ვერც ვერასდროს გაიგებენ. ყველა ურთიერთობა სიმართლის და ტყუილის ნაზავია. ორივე ერთად ქმნის დიდებისკენ მიმავალ გზას. თუ ადამიანი ხარ უნდა მიხვდე მხოლოდ სიმართლე შენ არსებობას მოსპობს და შენდაუნებურად ტყუილში დაგაბრუნებს.(და თან სხვების ტყუილში) შენი იალქნები მაშინ არის ყველაზე კარგად გაშლილი როცა მას შენ შლი და არა სხვა ბორტზე მყოფი პიროვნება.

ტყე ისეთივეა როგორც ზღვა. ფერებიც კი თითქმის ერთნაირი აქვთ. ტყეში უამრავი ეკალია, უამრავი წვეტიანი ქვა რომელზეც შეიძლება მოულოდნელად ფეხი გაიჭრა. ზღვაშიც ეგრეა უბრალოდ ვერ ვხედავთ. მე იალქნები დროზე ადრე გავშალე. მწვანე ბურთები ჯიბეში მიყრია მაგრამ ვერცერთის გადაყლაპვას ვერ შევძლებ... მეშინია ალბათ მალე გათავდება. და ისევ მომიწევს თვალებ დათხრილს სიარული. ნუთუ თხუნელები როგორ გრძნობენ თავს უთვალებოდ. ალბათ ეგ მათთვის ღმერთის საჩუქარია, რომ ვერასდროს დაინახონ ვერც ცუდი და ვერც კარგი, და ცხოვრება მხოლოდ გვირაბის თხრაში გაატარონ, მართალია ვერასდროს დაინახავენ გვირაბის ბოლოს, მაგრამ მისი გამოჩენის იმედით გააგრძელებენ ცხოვრებას.
ადრე თუ გვიან თხუნელობა ყველას გვბეზრდება. რაც სიმართლე გვგონია სიცრუე აღმოჩნდება. სიცრუე კი ჯიუტად ისევ  სიცრუედვე რჩება.
ტყიდან ჰორიზონტზე გადავედი, მის ხაზზე თავისუფლად დავდივარ.თვალებდახუჭულიც. წინ და წინ მივიწევ და ცაზე ავდივარ, ღრუბლებს ვუერთდები. ჯიბიდან ნელ-ნელა ვაბნევ მწვანე ბურთებს. ვყრი და ვყრი მიწაზე. ბევრს. ჯიბე ისევ მევსება და ისევ ვყრი.
როცა დავიღალე უკვე მიწაზე ვიყავი და ფეხი კისერზე მედო. დასაბამი არ არსებობდა, და ცეცხლის რგოლში ვიჯექი. ოფლი მდიოდა მთელ ტანზე.
დავბრუნდი ტყეში, მიწაზე ვიყავი გაკრული და შენ გვერდით ვიწექი. ტკბილი სუნი აგდიოდა. სველი მაიკიდან ლამაზად გიჩანდა ძუძუს კერტები. ძალიან ნელა შევეხე. ჯერ ერთს მერე მეორეს. შენც სულ ოფლიანი იყავი. თეთრი საცვალი სულ დაგსველებოდა. საცვლის მარცხენა მხარეს ხელს ვყოფ. მიყვარს სისველე. შენი სუნი. გეხები. და მეორე რეალობაში გადავდივარ. სიცრუეში.
ჩვენ სიმართლის ნაწილები ვართ, ტყუილი ელემენტებით აწყობილი.
ჩვენ გინესის რეკორდების წიგნში პირველ ადგილზე ვართ ტყუილის თქმაში.
მეგობრობა ტყუილის გარეშე არ არსებობს.
ნათქვამი ტყუილად წარმოვიდგინე და გავიგე სიმართლე.
მჯერა ტყუილიც და სიმართლეც.
არარაობას ქალი კი არა ტყუილი უნდა ერქვას
ყველაფერი გვატყუებს, ვრჩებით ტყუილში და მის გისოსებს ვკეტავთ.
სისხლიც კი შეღებილი წყალია
 ყველა კინო ტყუილია, ყველა წიგნი ტყუილია, ყველა ადამიანი ტყუილია, სამყარო ტყუილია.
მე სიმართლის კარი დროზე ადრე შევაღეთ
და იქაც ტყუილი დაგვხვდა.
მე ჩუმი სიმართლე ვარ.
ციფ ციფ ციფ!!!
ისევ ჩემ კატას ვეძებ...




Friday, July 6, 2012

დაიძინეთ!!!


 მოჩვენებები ტრანსით ცეკვავენ. ოთახი სადაც ეს ხდება ბნელი და მყუდროა.
 მეორე ოთახიდან კი როიალის ტკბილი ხმა გამოდის და ამ მყუდროებას იდუმალებით ავსებს. ყველა ნოტი ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, ეალერსება და წარმოქმნის შიშს. თაგვებიც კი ცეკვავენ თავიანთ პატარა სოროებში. მუხის კარადა მძიმედ გდია გაყვითლებულ იატაკზე. ნესტისა და ხის სუნის სინთეზი გვახსენებს წარსულის მოგონებებს. შლის, აფრიალებს მათ, და ისევ ქვეცნობიერში აბრუნებს. გაუგებარია კლავიშებს ვინ ეხება. გაუგებარია ვინ აჭერს პედალს ფეხს და მძაფრად გვაგრძნობინებს მუსიკის ვნებას, ფორტეს. კარის ჭურჭრუტანიდან კარგად ჩანს ყველაფერი.
ფრთიანი არსებები უხმოდ ესაუბრებიან ერთმანეთს, უხმოდ იცინიან და უხმოდ ჭამენ. თითქოს მათი მოძრაობისა და მიხედვით იქმნება ტემპი, ტემპი სისხლისგამყინველი მუსიკის. გასაოცარია, ისინი იცინიან და კლავიშები სტაკატოებს თავისით, იდეალურად აკეთებენ.
აგერ კაპიუშონიანი ტიპებიც გამოჩნდნენ. შავი ძონძები აცვიათ, ხელში პასტა და ფურცელი უჭირავთ. თითოეული კონტაქტი პასტისა და ფურცლის, ქმნის გამას. დაუვიწყრად შესრულებულ გამას. კლავიშების ნაზი, თან უხეში მაგრამ ამავდროულად კანონზომიერი მოძრაობა გვაგრძნობინებს დასასრულისა და დასაწყისის არსებობას. გამა წკრიალებს, ხრიალებს შემდეგ კი კვდება. პასტაშიც მელანი გათავდა და ფურცელიც შეივსო. ძონძებიანებმა მეჯლისი დატოვეს და სიბნელის თანამოაზრენი გახდნენ.
კარებზე ფხაჭუნი ისმის, თეთრი კატა ზლაზვნით მოაპობს მტვრის ნაკადსა და კიდევ უფრო მტვრიან ხალიჩაზე წვება, სადაც წეღან მოჩვენებები ცეკვავდნენ.
წუილი ისმის, საშინელი წუილი. ეს ქარი არ არის, კოღოა. ფისო ტყლარჭვით დგება და კარადის კუთხეს მთელი სხეულით ეხახუნება. კოღო ისევ წუის. კატამ ოთახი დატოვა. მოჩვენებებმა თავი ჩუმად გამოყვეს კარადიდან და თვალგანაბულებმა ყური მიუგდეს დაუსრულებელი მუსიკის ხმას (არადა წეღან მოუსმინეს). მათაც „ლომკა“ აქვთ.
ხმაურობს მთელი კუთხე-კუნჭული. სახლის პატრონი დაბრუნდა. სახლში ყოველი „ადგილი“ თავის ადგილზე ბრუნდება, და ზეიმობს ქაოსი.

წყლის ხმა, თეფშისა და დანა-ჩანგლის ხმა, სიმართლისა და ტყუილის არსებობა, ისაკუთრებს იდილიას. ომი ორ სხვადასხვა სამყაროს შორის არასდროს დამთავრდება, ომი ორ სხვადასხვა სამყაროს შორის სხვა სამყაროს ანადგურებს, ომი ორ სხვადასხვა სამყაროს შორის გამარჯვებულს ვერ ავლენს. ომი იწყება ანუ იწყება დაუსრულებლობა.„ხმა“ კივის, ჭრაჭუნებს, კრუტუნებს, ახველებს, ხვნეშის, კვნესის. ქაოსი და წესრიგი. ომი დაიწყო, ხელახლა, ისევ.
ფრთებიანები ბრუნდებიან და არაბუნებრივად, მარიონეტებივით მოძრაობენ. ძველ თოჯინებს გვანან. თითქოს კონკიას გერებმა სახით ურტყეს ძირსო. ძონძიანები ხელში პასტა-ფურცელ მომარჯვებულები უბედურებაზე აგებულ პოემას წერენ. აგრძნობინებენ მზეს, მთვარეს და ფრთებიანებს ჩვენ ვქმნით გამასო. სილამაზე ბოროტის გარეშე სიმახინჯეაო, სიბინძურე ნაგვის გარეშე სისუფთავეო.
ფრთებიანებს ფეხები სტკივათ და ახლა უკვე მუხლებით ცეკვავენ. ცრემლები მოსდით და ძონძებიანებს არ ეპუებიან.
უბედურება სამყაროს დასარულიცაა და დასაწყისიც.
ნივთები ქმნიან სამყაროს და არა პირიქით.
მზემ მთვარე დააორსულა, მაგრამ მამის მოვალეობის შესრულებას არ აპირებს.
ფესვები ხის ტოტები არიან რომლებმაც ყველაზე დიდი მოვალეობა იკისრეს, რასაც ადამიანის სულზე ვერ ვიტყვით.
გონება და გული ორივე „გ“ ზე იწყება და ამის მეტი საერთო არაფერი აქვთ.
იასამნისფერი მწვანეზე შეყვარებული ლურჯია.
ლოცვა იმედია, უფრო სწორედ გამამხნევებელი სიტყვები რომელსაც უბედურება გვკარნახობს ხშირ შემთხვევაში...
BMW გასპორტულებული Mercedes-ია.
მიწაც გამშრალი ტალახია.
მგელობანას თამაშს მოვრჩით, ყველანი დაგიჭირეთ.
ეხლა ისევ ძონძებს ჩავიცვამ და ფურცელზე პასტით ძალიან მუქად დავწერ.
„დასასრული არ არსებობს“
დილით ბედნიერი ვიყავი რომ თქვენ ეგეთ კარგ სიზმრებს ვერ ხედავთ.


Monday, July 2, 2012

I lost the War!!!

2002 წლის შუა თებერვალია, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი დღე, ხასიათი, ამინდი, გარემო და სინათლე. გვიან გაღვიძებული ვხვდები, რომ დრო სწრაფად მარტო ჩემთვის გადის. ლოგინზე წამოვჯექი, აზრებს ვუკრებ თავს. სინამდვილეში კი თბილი ლოგონიდან წამოდგომა მეზარება. სარკეში ჩაუხედავად ვხვდები რომ სახე გასაუთოვებელი მაქვს... ზლაზვნით წამოვდექი. ფანჯარაში ვიხედები. ღრუბლები ცაზე ნიანგებივით მოძრაობენ. მზე მათთვის ის მსხვერპლია, რომელსაც ერთ ნახტომში იოლად იჭერენ. ამ შემთხვევაში ვერცერთმა ვერ შეძლო მისი დაჭერა. 

სააბაზანოში ტრუსის ამარა გავდივარ. მცივა, მაგრამ ყინულივით ცივი წყლით ვიბან სახეს. სარკეში ვიყურები და ჩემი თავის გარდა ყველაფერს ვხედავ. ჭიქაში კბილის ჯაგრისი და სავარცხელი ერთად დევს. იქვეა წვერის გასაპარსი ქაფიც და საპნის დიდი ნაჭერი. სარკეს ხელს ვუსმევ... არ ვჩანვარ. აუუ ხო ...

ჯერ ვერ ვაცნობიერებ რომ მკვდარი ვარ. გუშინ ზუსტად ამ დროს აბაზანაში ძველი ბრიტვით გადავიჭერი ვენები. სისხლისგან დაცლილს თავი მკერდზე ჩამომივარდა. უწონო გავხდი შემდეგ კი ჩემი სახლის თანამგზავრი და ცოცხალთათვის უხილავი სამყაროს წევრი გავხდი. ყველას და ყველაფერს თავისი თანამგზავრი ყავს. თუ არ გჯერათ თვალებზე ხელი დიდხანს დაიჭირეთ. ჯერ ყველაფერი გაშავდება, შემდეგ ყველა იმ კაპილარს დაინახავ რასაც გახელილი თვალებით ვერ ხედავ. (ეს შენი სხეულის თანამგზავრია) ამ თანამგზავრულ სამყაროში ფერები არ არსებობს. უფრო სწორედ არსებობს მაგრამ ერთმანეთს არ ერევიან. მხოლოდ ძირითადი ფერებით მიღბულ კედლებს ვხედავ.
ჩემი „სიკვდილის დღის“ 1 დღის თავია. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ისევ ისე ვგრძნობ ყველაფერს როგორც სიკვდილამდე და ეგ მაგიჟებს. სწორედ გრძნობების გამო გადავწყვიტე სიკვდილი, და აქაც არ მასვენებენ. თავს ვიმშვიდებ... გრძნობებს მკვდართა დაავადებად მივიჩნევ და ვიმედოვნებ რომ მალე გამოვჯანმრთელდები. ყოველი გრძნობა ვირუსული ინფექციაა. იოლად გადამდები და ძნელად მოსარჩენი.
ალბათ დაინტერესდებით რატომ მოვიკალი თავი. ძალიან მარტივად გიპასუხებთ (მაგრამ მაინც რთულად გამომივა). ვეღარ ვძლებდი. სუსტი ნებისყოფა, სხეული, და ფეხები მქონდა. ბოლო 8 წლის მანძილზე დადებითს ყველაზე ნაკლებად განვიცდიდი. სხვისი შეთითხნილი უარყოფითის ნაწილი ჩემდა უნებურად ვხდებოდი. თითქოს ნეგატიურის მსხვერპლი ვიყავი. მეგონა ნიანგები ჩემზე ნადირობდნენ. სულ გავრბოდი. სულ და სულ. თავს ვაჩვენებდი დადებითად. ალბათ იმიტომ რომ მსურდა მე მაინც ვყოფილიყავი ის ფანარი რომელიც სიბნელეში სწორხაზოვნად და ძლიერად ანათებს. ყოველი დღის დასასრულს „ქანცი მქონდა გაწყვეტილი“, ლოგინში ჩაწოლაც კი მეზარებოდა. ინსომნიამ გულში ჩამიხუტა და მგუდავდა. პერიოდულად ვცდილობდი ფეხმოტეხილი ძაღლივით სამ ფეხზე, ჩემ შემთხვევაში კი ცალ ფეხზე მევლო. რთული იყო. უარყოფითს ვებრძოდი (ჩემი ჭკუით). თავიდან დილეტანტივით დავიჯერე სხვების შეთხზული ზღაპრები...  დარწმუნებული ვიყავი რომ მათი დადებითი ოდესმე ჩემს ელემენტდამჯდარ სხეულს დატენიდა. ყველაფერი პირიქით ხდებოდა. იმ ფლეშ მეხსირებასავით ვიქეცი, რომელიც გადატენილია ინფორმაციითა და ბევრი ვირუსით. რაიმე უსარგებლოს წაშლასაც კი არავინ ცდილობდა, არც არავინ მამოწმებდა ანტივირუსზე. ყველაზე კარგი არგუმენტები მოვიყვანე. და კიდევ გაგიჩნდებათ ისეთი მიზერული კითხვა როგორიც არის  „რატომ“.
ამის გახსენება ჩემთვის იოლი არ იყო. წარსული აღარ მინდა დაბრუნდეს. დიახ, თუნდაც მარტომ მინდა საკუთარი დადებითი სამყარო მოვიწყო. თვითმკვლელობა ის გამოსავალი იყო რომელიც დამეხმარებოდა რეალობას არარეალობით გავქცეოდი. გულით არავის უნდა რეალობით ცხოვრება, და თავდარწმუნებით იძახიან რეალისტები ვართო. სინამდვილეში ოცნებებს თავს აფარებენ და აზრების იმ კოშკებში დაძვრებიან  სადაც ფეხის შედგმა ყველას უჭირს.
თითქოს უცნაურია, მაგრამ მკვდრებსაც გვაქვს მომავალი. მომავალი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. სახელების დამრქმევი რომ ვიყო „უცნობიანს“ დავარქმევდი.

მხოლოდ დღის ბოლოს მახსენდება ის ხალხი ვინც უარყოფითი მუხტით მავსებდა. ჩემი მშობლები, მეგობრები, ახლო მეგობრები, ნაცნობები, გაცნობილები და ნათესავები. ალბათ ფიქობენ რომ გაზით გავიგუდე ან რაიმე ეგეთი. ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ვერც კი წარმოიდგენენ. მე ხომ, ძალიან საყვარელი, ჭკვიანი და არაცუდის გამკეთებელი ახალგაზრდა ვიყავი. სიკვდილის წინ წერილიც კი არ დავტოვე. არ ჩავთვალე არავინ იმის ღირსად რომ რაიმე მიმეხვედრებინა. ჯობს თავები იტეხონ, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ დიდხანს ეგ თავისტეხვაც არ გასტანს. იმიტომ რომ დაეზარებათ და ბოლოს იმ დასკვნამდე მივლენ რომ „თავში უქროდაო“ ან „აჟიოტაჟის მოწყობა სურდაო“.

თავში მართლა მიქროდა იქედან გამომდინარე რომ ვერავის ვერ ვეგუებოდი. უფრო სწორედ ჩემი უარყოფითი ნაწილი ვერ ეგუებოდა,  თორე დადებითს ყველა უყვარდა. მიყვარდა ხალხზე მიშტერება, მაგრამ მხოლოდ უცნობ ხალხზე. მანამ ვუყურებდი თვალებში სანამ თვითონ არ გაიხედავდნენ გვერდზე. მიყვარდა და მიყვარს სიჩუმე სივრცეში. სივრცე და ხმაური ჩემთვის დროებითი კიბოა რომელიც 1 დღის განმალობაში მკლავს. ყოველთვის  პირველ აზრს ვაფიქსირებდი რაც თავში მომდიოდა. მაგრამ ამას დაუფიქრებლობას სულაც არ ვუწოდებ. გამომდინარე იქიდან, რომ თავდაჯერებული ყველაზე ნაკლებად მეთქმოდა, წინ ნათქვამს სრულ ჭეშმარიტებად მივიჩნევ. ყველაზე ა რ ა დ ა უ ფ ი ქ რ ე ბ ე ლ ი ადამიანი ვიყავი ჩემს ირგვლივ არსებულ ხალხს შორის. ისინი კი ამაზე ირეოდნენ, ხოლო ჩემს ამ ნიჭს ნაკლად მიიჩნევდნენ, ალბათ იმიტომ რომ „დაუფიქრებლები“ იყვნენ(იყვნენ იმიტომ რომ ჩემთვის ჩემი სამყაროა აწმყო, ის კი წარსულს ჩაბარდა). რაც წარსულს ბარდება ყველაფერი მიყვარს. დროს ყველაფერი მიაქვს კარგიც და ცუდიც, სულ მიაქვს და მიაქვს. ათასში ერთხელ ახსენდება რომ კარგით დაბრუნდეს. მიყვარს მუსიკის მოსმენა. ხანდახან გადამეტებული ჭამასავით მომდის და რწყევა მიხდება. დიახ, სწორედ გაიგეთ მუსიკას ვარწყევ ხოლმე.
აჟიოტაჟს მოწყობაში რას ვგულისხმობდი ეგეც დაგაინტერესებთ, თუ არ გაინტერესებთ ეგ მე არ მაინტერესებს და მაინც ვაპირებ რომ გითხრათ…


Fuck this place
I lost the war
I hate you all
Your dad’s are Whore!!!
მეტი არაფერი!  მეტი არაფერი!