Translate

Wednesday, July 11, 2012

სრულყოფილება მემუქრება




აუკინძავი წიგნი უფრო იოლი წასაკითხია ვიდრე აკინძული მაგრამ ყველა მაინც აკინძულს არჩევს.

უამრავი ფერი ირევა იქ და არა მარტო იქ, ყველგან.

თვითონ დედამიწა ხომ ფერთა პალიტრაა, უფრო სწორედ ღმერთის მოლბერტი.

ლოგინზე ვიჯექი და ვცილობდი დამეხატა ის რასაც ვერავინ დახატავდა, ვერ დავხატე იმიტომ რომ ხატვა არ ვიცი. შემდეგ შავი კნოპკიანი პასტა ავიღე და ვცადე რაიმე დამეწრა. ვერაფერი დავწერე იმიტომ რომ არც წერა ვიცი. წიგნი ავიღე და ასოები ერთმანეთში ამერია, თითქოს ღმერთმა ეხლახანს დაანგრია ბაბილონის გოდოლი -  ენებიც, და დამწერლობაც შეცვალაო. ვერაფერი გავაკეთე რაც მიხსნიდა გამოუვალი სიტუაციიდან. გამოუვალი სიტუაცია ხომ ის არის როცა გავიწყდება რომ ადამიანი ხარ, ცოცხალიც და მარტო იმ ერთ რაიმეზე ფიქრობ რაც სულს გიჭამს, თითქოს ამ ერთ რაღაცას სურს მოგპაროს ადამიანობაც და სიცოცხლეც.
არაფერი ვიცი, პირველყოფილი ადამიანივით გამოვთქვამ ბგერებს, სიტყვებს, თუ რავიცი რას, ალბათ ზეზვა  და მზია გამიგებდნენ. ლოგინიდან წამოვხტი სახე ცივ კედელს მივადე, შემდეგ შუბლი ძლიერად მივარტყი კარადას და ბოლოს ძალიან მაგრად ვიკბინე ხელზე.
არა  ფიქრი შემიძლია, კარგია.
გასულმა საუკუნემ თავი ომებით დაგვამახსოვრა.
შენ თავი შენი სიდამპლით დამამახსოვრე.
შენ კიდე მგონი კარგი ტიპი იყავი მაგრამ მაინც არ მევსებოდი.
შენ ჩემი მეგობარი იყავი.
აი შენ კი არ მახსოვხარ.
საუკუნის კუთხეში ვიჯექი, მეცინებოდა თუ როგორ მოკვდით სუყველანი... მე ისევ იქ ვიყავი, სიბნელეში მაგრამ  ცოცხალი. ყველას გიყურებდით და უმეტესად მეზიზღებოდით. ნელ-ნელა იმ დასკვნამდე მივედი რომ ყველას გჯობდით, ალბათ დაგაინტერესათ რატომ... იმიტო რომ მე სრულყოფილი ვარ. ოღონდ ნაკლისგან შექმნილი სრულყოფილება რომელსც დასამალი არაფერი არ აქ, გარდა მისი სამყაროსი. ჩემი სამყარო ხომ ვერცერთმა ვერ დააბინძურეთ, ეკოლოგიურად სუფთა და მარადმწვანე იყო, ხეებიც კი არ იყო  გაჩეხილი იმიტომ რომ არავის ციოდა და მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ შიგ ვინც ამას იმსახურებდა, დამიჯერეთ რომ არცერთი თქვენგანის ადგილი არ არის იქ. ჩემ სამყაროში მარტო სექსის ფერები იყო ქალის კანის ფერებით შეზავებული, ძალიან მიყვარს ღრუბლების ყურება.
ისეთ ადამიანთა საზოგადოებში გამივლია, დამერწმუნეთ მინატრია რომ თოფი ვყოფილიყავი. ყველას ამოვხოცავდი, თან არ შემაწუხებდა იმაზე ფიქრი ცოდვა ჩავიდინე თუ არა მაგრამ მსროლელი არავინ გამოჩნდა. საერთოდ ეგრეა, როცა რაიმე ძალიან გინდა არასდროს ხდება, და როცა არ გინდა ყოველთვის მოხდება. ადამიანი ლოგიკით არის შექმნილი, ლოგიკით არსებობს და იჯერებს ლოგიკის სიბრძნეს. მე არ მჯერა.
რატომ უნდა მოხდეს „ჭ“ ფაქტი ჩემ ცხოვრებაში როცა შეიძლება მოხდეს „წ“.
საერთოდ ყოველთვის „ეჭვის თვალით“ ვუყურებ ცხოვრებას და მის დამოკიდებულებას ჩვენდამი ალბათ იმიტომ რომ, „ნამდვილი თვალების“ დაკარგვის სურვილი არ გამაჩნია. ცხოვრებაში კარგი არ არსებობს, და არც ცუდი. არსებობს მარტო ადამიანთა სურვილი რომელსაც ვერავინ ვერაფერს უხერხებს.

ადამიანის სურვილს ვინ განაგებს?

დაახლოებით 1941 წელი იყო, როცა პირველად მოვკვდი. ვიღაც ჯარისკაცმა ჯერ საშინლად მცემა და შემდეგ თავი ჩექმით გამიჩეჩქვა, პირში საკუთარი სულის სუნი ვიგრძენი, რომელიც ნელ-ნელა მტოვებდა, და ყველა სულის სუნებს უერთდებოდა.

ზუსტად 1978 წელი იყო რომ კვლავ დავიბადე, ზუსტად მახსოვს, ვიღაც ქალის საშოდან როგორ გამოვძვერი და ამ სამყაროს ფერების ნაწილი გავხდი. ჩემდა უკითხავად. 21 წლის რომ გავხდი ნარკოტიკებს მივეძალე და რომელიღაც ბინძური ქუჩის ბოლოში დამტოვა ჩემმა სულმა.

2000 წელს ანუ ჩემი მე 2 სიკვილიდან 1 წლის შემდეგ კიდევ დავიბადე, ყველაფერი მახსოვდა. მაგრამ ჩემი აღმზრდელების მიერ შექმნილ სამყაროში ყველაფერი დავივიწყე. იქ დავიწყე ცხოვრება სადაც ზედმეტი ვიყავი, ყოველი დაბადების შემდეგ რატომღაც ეგ განცდა მეუფლება.

ახლა რა ხდება, ვცოცხლობ, ჩემი სურვილისდა საწინააღმდეგოდ, არავინ მიყვარს ჩემი სურვილის მიხედვით, ვაფერადებ სამყაროს, მაგრამ მერე ისევ ვამუქებ (ჩემი სურვილის მიხედვით), ვგძნობ ყველა ორგანოს ჩემი სურვილის... გონებაშიც და ისედაც ვაფურთხებ მზეს, ჩემი სურვილის მიხედვით, ვარ მარიონეტი ჩემი სურვილისდა საწინააღმდეგოდ. გეხები შენ, შენ, და შენც ჩემი სურვილის მიხედვით. ამასთანავე

ვარ საღებავი ჩემი სურვილის და საწინააღმდეგოდ.
შენც ხარ საღებავი.
მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ვცოცხლობ და ვიგებ ყველაფერს ისე როგორც მაწყობს.
და ვარ ისეთი ფერის საღებავი რომელიც მინდა რომ ვიყო.
პ.ს. მე თეთრი ვარ
პ.პ.ს ანუ სრულყოფილიც.

No comments:

Post a Comment